ადელი მუსიკალურ ინდუსტრიას ჰიტით „Hello“ დაუბრუნდა. ბრიტანელმა მომღერალმა ინტერვიუ ჟურნალს „i-D“ მისცა და დედობასა და პოპულარობაზე ისაუბრა.
„დედობა საოცრად რთულია! მე გაცილებით მარტივი მეგონა, თურმე აზრზე არ ვიყავი რაზე მივდიოდი. რთულია, მაგრამ ფენომენალურია. ყველაზე მაგარი რამეა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“- აცხადებს ადელი.
რაც შეეხება პოპულარობას, მომღერალმა განაცხადა, რომ სურს მისი ცხოვრება ნამდვილი იყოს, რადგან სწორედ ამის შემდეგ დაწერს ის კარგ სიმღერებს.
„არავის არ სურს ისეთი ადამიანის დაწერილი სიმღერების მოსმენა, რომელმაც რეალობის შეგრძნება დაკარგა. ჩემი ცხოვრება ისეთად რჩება, როგორიც იყო, ასე რომ თაყვანისმცემლებს შეეძლებათ მოუსმინონ იმას, რასაც აქამდე უსმენდნენ“.
შეგახსენებთ, რომ „Hello“ 110 ქვეყნის iTunes-ს ლიდერობს, რაც შეეხება კლიპს, პირველივე დღეებში მისმა ნახვებმა 27,7 მილიონს მიაღწია.

