მომღერალმა ადელმა თავისი მეგობარი, კომიკოსი ალან კარა და მისი ბოიფრენდი, პოლ დრეიტონი პირადად დააქორწინა. ამის შესახებ იუმორისტმა თავად აღიარა და განაცხადა, რომ ცერემონია იანვარში გაიმართა. მოგვიანებით ადელმა „ინსტაგრამზე“ გააზიარა ფოტო, სადაც ის მოძღვრის იმიჯით ყვავილების კედლის ფონზე დგას.
როგორც გაირკვა, ცერემონია ადელის სახლის ეზოში გაიმართა და მისი ორგანიზატორი თავად ვარსკვლავი იყო. „ეს საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში“ – აღიარა ალანმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მომღერალმა სერიოზულად დაიზიანა ხმის იოგევი და ექიმებმა მას გარკვეული პერიოდი სიმღერა აუკრძალეს.
