ადელი შეეცადა, ბოლო შენაძენი ყველასგან გასაიდუმლოებული ყოფილიყო, თუმცა ჟურნალისტებმა მოახერხეს გაერკვიათ – ბრიტანელმა მომღერალმა ლოს-ანჯელესში სახლი 9.5 მილიონ დოლარად შეიძინა.
ამერიკული გამოცემა TMZ წერს, რომ სახლი ლოს-ანჯელესის ყველაზე პრესტიჟულ ნაწილში მდებარეობს. თავდაპირველად ვილას მფლობელი 9.9 მილიონ დოლარად აფასებდა, თუმცა ადელმა შეძლო, ოდნავ ნაკლებ ფასზე შეთანხმებულიყვნენ.
სახლში 4 საძინებელი, 6 აბაზანა, საცურაო აუზია. ადელის მეზობლები ჯენიფერ ლოურენსი, ეშტონ კატჩერი, მილა კუნისი, კამერონ დიაზი, ნიკოლ რიჩი და სხვა ვარსკვლავები იქნებიან.