LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ბავშვები დაიღუპნენ, ტერიტორია შემოსაზღვრული და დაცული არ იყო

334
2025-02-16_00-29-08_355400

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ბავშვები დაიღუპნენ, ტერიტორია შემოსაზღვრული და დაცული არ იყო.

„როდესაც კაფსულის ჩადება იგეგმებოდა, თქვეს, რომ სამშენებლო ტერიტორია შემოღობილი იქნებოდა, მაგრამ ხედავთ ფაქტს. აქ ძველი სახლები იყო და დაანგრიეს, რათა ახალი კორპუსები აშენებულიყო. ძველი სახლების დემონტაჟი მოხდა, ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული”, – ამბობენ შეკრებილები.

აჭარის ეკონომიკის მინისტრი მედიასთან აცხადებს, რომ ადგილზე სამშენებლო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა.

„სპეკულაციებს აქვს ადგილი. გამოძიება დაადგენს რა მოხდა. თხრილები ცალკეა მშენებლობა კი ცალკე, სამშენებლო მოქმედება დაწყებული ჯერ არ არის“, – ამბობს აჭარის ეკონომიკის მინისტრი.

ე.წ ოცნების ქალაქში სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g