LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივი კომპანიები ქვეყნის შიგნით ინვესტიციების ზრდას გეგმავენ

43
03

საქართველოს ბიზნესასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს.

„მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები წინა, 2018 წელთან შედარებით, გამოკითხულთა 67%-მა გაზარდა. ხოლო 2020 წელს, ზრდა გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 35%-ში დაფიქსირდა. მიმდინარე წელს კი ინვესტიციების წლიურ ზრდას გამოკითხულთა 54% პროგნოზირებს.

2020 წელს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო ბაზარზე არსებული არაპროგნოზირებადი გარემო ყველა სექტორის საინვესტიციო გეგმაზე აისახა. მომსახურების სექტორში გამოკითხულთა 72%-მა განაცხადა, რომ 2019 წელთან შედარებით, ინვესტიციები შეამცირა ან უცვლელი დატოვა. აღნიშნული მაჩვენებელი ვაჭრობის სექტორში 65%-ს, ხოლო მშენებლობისა და მრეწველობის სექტორებში 54%-ს შეადგენდა.

თუმცა, 2021 წლის დასაწყისში მოხსნილი შეზღუდვებისა და ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების კლების ფონზე, კომპანიების საინვესტიციო გეგმებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა. მეტიც, 2021 წლის მესამე კვარტალში ჩატარებული კვლევის თანახმად, აღნიშნული გემები ზრდის მიმართულებით დაკორექტირდა. აღნიშნული განაპირობა გაზრდილმა მოთხოვნამ, ბიზნესისთვის COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებამ, ფინანსურ რესურსებზე გაზრდილმა წვდომამ და, საერთო ჯამში, გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა გარემომ. შედეგად, ვაჭრობის სექტორში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ 2021 წელს მათი ჯამური ინვესტიციები წინა წელთა შედარებით გაიზრდება. მსგავსი მდგომარეობაა მრეწველობისა და მომსახურების სექტორებშიც. ხოლო მშენებლობის სექტორში კომპანიების შედარებით მცირე, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ნაწილი (45%) პროგნოზირებს ინვესტიციების წლიურ ზრდას.

ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გეგმებს აჯამებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g