თბილისში, მდინარე მტკვარში სამაშველო-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნი ცხედარი აითაჯ მამედოვას ეკუთვნის.
აღნიშნულ ინფორმაციას ოჯახთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ადგილობრივი მედიასაშუალება 24News.ge.
მედიის ცნობით, გოგონას ცხედარი მისმა ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.
21 წლის აითაჯ მამედოვა პირველ აპრილს გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებდნენ, მათ შორის მტკვარში.