LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტერიტორიით ვეღარ ვისარგებლებთ“- დიდ დიღომში მოქალაქეები მწვანე სივრცის დასაცავად აქციას მართავენ

143
DF01DF26-F8B8-491D-82D3-90D9FE1E35FF

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან მოქალაქეები მწვანე სივრცის დასაცავად აქციას მართავენ – მოსახლეობა გარეთ სტადიონისთვის განკუთვნილი ადგილის დასაცავად დღეს მას შემდეგ გავიდა, რაც ამ ადგილის შემოსაღობად და მშენებლობისთვის მოსამზადებლად რკინის მასალები მიიტანეს.

როგორც ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, მიმდებარე ტერიტორიაზე ერთადერთი მწვანე სივრცეა, რომლითაც ისინი სარგებლობენ და იქ სტადიონის აშენებას, არ დაუშვებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„ეს ტერიტორია დიდი დიღმის დაარსებიდან იყო გამწვანებული, საჯარო, რეკრეაციული სივრცე და ამით სარგებლობდა ყველა მოსახლე, მიუხედავად ასაკისა და სქესისა. 2016 წლიდან ვითხოვთ მერიისგან უამრავი ხელმოწერებით, განცხადებებით, რომ ეს სივრცე მოაწესრიგოს და გააკეთოს მწვანე საჯარო სივრცე.

ამის მიუხედავად, ეს ტერიტორია გადაეცა ფეხბურთის ფედერაციას აღნაგობის უფლებით და აქ იგეგმება სტადიონის მოწყობა, რომელიც იქნება დახურული და რომელიც მოემსახურება მხოლოდ სპორტსმენებს, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტერიტორიით ვეღარ ვისარგებლებთ,“ – უთხრა რადიო „თავისუფლებას“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც სტადიონისთვის ტერიტორიის შემოღობვას აპროტესტებდა.

დიდი დიღმის სტადიონის მოწინააღმდეგე მოსახლეობა წუხს იმაზე, რომ ამ უბნის განაშენიანება ინტენსიურად მიმდინარეობს, რის შედეგადაც სატრანსპორტო მოძრაობა უფრო და უფრო რთულდება, მწვანე სივრცე კი ნადგურდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g