LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Adidas-ის ბოტასებს რობოტი შექმნის

68

კომპანია Adidas-ის ქარხანაში ამჟამად მილიონამდე ადამიანი მუშაობს, თუმცა, როგორც ჩანს, ცნობილი ბრენდის მფლობელი მიმართულებას იცვლის:  გარკვეულ კადრებს კომპანიაში რობოტები ჩაანაცვლებენ. ცოტა ხნის წინ Adidas-მა ახალი ქარხნის – Speedfactory მშენებლობის შესახებ დააანონსა, ექსპერიმენტის ფარგლებში ბრენდი 500 წყვილ ბოტასს გამოუშვებს.

კომპანიის ტექნოლოგიური ინოვაციების განყოფილების უფროსის განცხადებით, Adidas-ის 74% ფეხსაცმელზე მოდის, ამასთან, მოსახლეობაში გაიზარდა მისი მოხმარების სიხშირეც – ხალხი ბოტასს უკვე წელიწადში არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე იცვლის. ასეთი სტატისტიკის გამო კომპანიამ ფული უფრო სწრაფ წარმოებაში დააბანდა, რომელსაც მხოლოდ რობოტები გაუმკლავდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები