ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი, ბექა გოგრიჭიანი სოფელ მლაშეში, საკუთარი სახლის ეზოში თავის არეში იარაღით დაჭრილი იპოვეს.
შემთხვევა დღეს მოხდა. გონდაკარგული გოგრიჭიანი თბილისშია გადმოყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ და რა მოტივით მიაყენა ჭრილობა ბექა გოგრიჭიანს.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მუხლით დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა).