LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი: „როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირი, ვემიჯნები 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის დარბევას“

123
მიხეილ ბუცხრიკიძე

ადი­გე­ნის საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტის უფ­რო­სი, მი­ხე­ილ ბუ­ცხრი­კი­ძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ემიჯნება 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

როგორც მი­ხე­ილ ბუ­ცხრი­კი­ძე სოციალურ ქსელში წერს, ის ასევე გმობს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას.

ამასთან, ადი­გე­ნის საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტის უფ­რო­სი წერს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია:

„მე, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ცალსახად ვემიჯნები 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და ვგმობ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას.

მიმაჩნია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რამეთუ, ეს არა მხოლოდ ჩვენი სურვილია, არამედ ჩვენი წინაპრების საუკუნოვან მისწრაფებას წარმოადგენს.

ასევე ერთგული ვრჩები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ, სადაც მკაფიოდ არის ჩანაწერი, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი და მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ამ გზაზე, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ყველა ძალისხმევას უნდა მივმართოთ, რომ აღსრულდეს ნება ქართველი ერისა. წინ ევროპისაკენ!“ – წერს მიხეილ ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში.

მე როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი,ცალსახად ვემიჯნები 28…

Posted by Mikheil Bucxrikidze on ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g