ადიგენში, “ჰესის არხში” ქალი და ბავშვი დაიხრჩო.
არხში პირველი 8 წლის ბავშვი შევიდა, მას გადასარჩენად მამიდა შეჰყვა, თუმცა ორივე მათგანი დაიღუპა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ შეტყობინების მიღებიდან 4 წუთში, ადგილზე ადიგენისა და ახალციხის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა, მათ 8 წლის ბავშვი და ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
უწყების ცნობით მომხდარ ფაქტზე, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინაროებს.