LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიგენში, სოფელ უდეში სახლის კედელი ჩამოინგრა – დაღუპულია 2 ადამიანი

208
შსს

დღეს, 28 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ერთი პირი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილები ახალციხელები არიან.

გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მათგანი დაღუპული დახვდა. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g