LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ინციდენტისას ჩვენი დამკვირვებლები არ დაშავებულან, მათ საფრთხე არ შეჰქმნიათ – EUMM

134
სადამკვირებლო მისია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ 13 იანვარს საოკუპაციო ხაზთან მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დაუდასტურეს.

„13 იანვარს ჩვენი დამკვირვებლები ნამდვილად იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. შემთხვევის შედეგად ჩვენი დამკვირვებლები არ დაშავებულან. მათ საფრთხე არ შეჰქმნიათ.

ინციდენტის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლები მოიქცნენ უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენს მიერ მოხდა შესაბამისი საკომუნიკაციო არხების გააქტიურება“, – განუცხადეს „ფორტუნას“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა „ცეცხლი“ ჰაერში შეაგებეს. წადითო“, ქაცარავას განცხადებით, ინფორმაცია ამის შესახებ თვითმხილველებისგან მიიღო.

ცნობისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. ის ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს შეიქმნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა რუსეთის ხელისუფლება და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკები მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის დაშვებაზე კვლავ უარს ამბობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g