LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – ვინ თავისუფლდება სახდელისგან

parlamenti4

ადმინისტრაციული სახდელისაგან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები თავისუფლდებიან, რომლებმაც 2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს.

მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი.

კანონპროექტით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს, ფიზიკური პირის გათავისუფლებას ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის აღუსრულებელი ნაწილისაგან.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g