LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადოლფ ჰიტლერის „სუპერ მერსედესმა“ ახალი მფლობელი იპოვა

58
rolcroyce

სპეციალურად ადოლფ ჰიტლერისთვის შექმნილი რარიტეტული Mercedes-Benz 770K Grosser Offener Tourenwagen გაიყიდა. გერმანელი დიქტატორი „სუპერ მერსედესს“ გამოსასვლელ ავტომობილად, 1939 წლის მაისიდან 1941 წლამდე იყენებდა. მდიდრული კაბრიოლეტი ავსტრალიელმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა კლაივ პალმერმა შეიძინა, პალმერის კოლექციაში უკვე არის ერთი ძალიან ცნობილი ავტომობილი, უნიკალური Rolls-Royce, რომელიც ბრიტანეთის მეფეს ედუარდ VIII ეკუთვნოდა.

რაც შეეხება ჰიტლერის ავტომობილს, ის 1939 წელს წარადგინეს. უჩვეულო კონსტრუქციამ ლიმუზინი იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილად აქცია, რის გამოც ხალხმა მას „სუპერ მერსედესი“ შეარქვა. ფიურერი ამ მანქანით უცხოეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს ხვდებოდა ხოლმე.

ბუნებრივია, გათვალისწინებული იყო უსაფრთხოების ნორმებიც და მოდელი სრულად ჯავშნიანია, ტყვია გაუმტარი მინები აქვს. კაპოტის ქვეშ ავტომობილს 7,7 ლიტრის მოცულობის V8 ბენზინის აგრეგატი აქვს მოთავსებული და მისი სიმძლავრე 230 ცხენის ძალას შეადგენს. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g