LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრე ადგომის მოყვარულები უფრო ჯანსაღად იკვებებიან, ახალი კვლევა

132
Capture

ადრე ადგომის და ადრე დაწოლის მოყვარულებს უფრო ჯანსაღი კვებითი ჩვევები აქვთ, ვიდრე მათ ვისი სიფხიზლის დროც ღამეშია არეული. ასეთ დასკვნამდე ბირმინჰემის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანთა 26%, ვისაც ღამის ცხოვრება უყვარს, ბევრად უარესად იკვებება, ვიდრე ისინი ვისაც შედარებით სწორი რეჟიმი აქვს. ე.წ. „ბუები“ სადილსა და ვახშამზე ბევრად მეტ კალორიას იღებენ, უყვართ ტკბილი სასმელი, მიირთმევენ მეტ ტკბილეულსა და ფასტ-ფუდს, რაც მათ რაციონს ცხიმებითა და ნახშირწყლებით ავსებს.

ამ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ზედმეტი წონაც აწუხებთ. ზედმეტი კილოგრამები კი ხშირად ხდება დეპრესიის, ნიკოტინ დამოკიდებულებისა და კვებითი ქცევების დარღვევის მიზეზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები