LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადრე ვიყავით დამოკიდებული, მოიწონებდა თუ არა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ელჩი ჩვენს გადაწყვეტილებას, გაიზარდა ჩვენი საზოგადოება, აბსოლუტურად სხვა რეალობაა“ – მიხეილ ყაველაშვილი „იმედის“ ეთერში

107
მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „ჩვენი საზოგადოება მიეჩვია ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას, რა არის ჩვენთვის კარგი, ჩვენ თვითონ ვფიქრობთ, უღირს თუ არ უღირს ჩვენს ქვეყანას რაიმე საკითხი“.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, „ადრე დამოკიდებული იყვნენ იმაზე, მოიწონებდა თუ არა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ელჩი მათ გადაწყვეტილებას, ახლა კი გაიზარდა ჩვენი საზოგადოება და აბსოლუტურად სხვა რეალობაა საქართველოში“.

„აღარ არის ლომჯარიასა და გიგაურის დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაში და კარგად ჩანს ეს ყველაფერი. რადგან იქ ერთი ქსელი და ინსტრუქციაა, სხვას ვერ ეყრდნობიან და იმავე მეთოდებით ცდილობენ ჩვენთან სიტუაციის შეცვლას. ვერ მოხდება ეს ყველაფერი. არაერთხელ დავინახეთ, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება. ჩვენ ამ ყველაფერში გამოცდილება შევიძინეთ. ვიცით მათი დამოკიდებულება, ვიცით, რომ მაკრონი ხვალ მობრუნდება და ხელს ჩამოართმევს და ახალი ფურცლიდან დაიწყებს. საქართველო და ეს რეგიონი სჭირდება ევროკავშირს და ჩვენ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ურთიერთობები სხვა რაკურსით. ამიტომ ვართ ასე მყარად, რომ ჩვენი ინტერესებიდან ვმოქმედებთ და ჩვენი საზოგადოება, რომელმაც ჩვენ აგვირჩია, ამას გულისყურით ადევნებს თვალს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g