უკანასკნელი 8 თვის მანძილზე სუპერმოდელი ადრიანა ლიმა ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს, ჯულიან ედელმანს ხვდებოდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
35 წლის მოდელმა და 30 წლის სპორსტმენმა გადაწყვეტილება გადატვირთული გრაფიკის გამო მიიღეს, რომლის შედეგადაც ისინი ერთად ყოფნას ვერ ახერხებდნენ. ამასთან, ლიმამ უპირატესობა კარიერულ წინასვლას მიანიჭა.
შეგახსენებთ, რომ ადრიანას გამო ჯულიანმა თავის დროზე მოდელი ელა როუზი მიატოვა, რომელიც იმ მომენტში ორსულად იყო. გასული წლის ბოლოს ედელმანი ქალიშვილის მამაც გახდა.