„ჩვენ, ადვოკატებს გვაერთიანებს პროფესიული ღირსება და საქმის სიყვარული – სწორედ ეს ერთობა გვაძლევს რწმენას, რომ ხვალ თითოეული ჩვენგანი საკუთარ არჩევანს პასუხისმგებლობით მიუდგება“,- ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადებაში არის აღნიშნული.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ადვოკატებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ, ადვოკატებმა შევძელით მთავარი – არჩევნებამდე მოვედით პლურალური გარემოთი – განსხვავებული გუნდებით და ღირსეული კანდიდატებით. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ იდეათა მრავალფეროვნებას, კოალიციურ მმართველობას და გავხდეთ მაგალითი მთელი ქვეყნისთვის!
ხვალ, 14 დეკემბერს, მხოლოდ ნახევარი საათია საჭირო იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც მომდევნო 4 წელი ჩვენი პროფესიისა და ქვეყნის ბედს უკეთესობისკენ შეცვლის და ჩვენი პროფესიით სიამაყის საფუძველი გახდება.
მოდით ერთად შევძლოთ პასუხისმგებლობის აღება არამხოლოდ იმაზე, რაც უკვე გავაკეთეთ, არამედ იმაზეც, რასაც გავაკეთებთ დღეს არსებული გამოწვევების ფონზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
