LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულზე: „ის შოკურ მდგომარეობაშია – კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო“

623
შალვა ხაჭაპურიძე

თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ბრალდებული შოკურ მდგომარეობაშია.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი იყო.

„მას წარედგინა ბრალდება, 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საუბარი იმასთან დაკავშირებით, აღიარებს დანაშაულს თუ არა, შეუძლებელი იყო. ის შოკურ მდგომარეობაშია, ამიტომ გამომძიებელსაც ეს საკითხი არ დაუყენებია. მეც ამ თემაზე არ მისაუბრია.

ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელმაც წამლები დაუნიშნა. დამამშვიდებელი ჰქონდა მიღებული, ამიტომ კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

„ღრმა მწუხარებასა და გულისტკივილს გამოვთქვამთ ჩვენი ორგანიზაციის მებრძოლის, გიორგი ახალაიას გარდაცვალების გამო, გიორგი მუდამ იქნება GAMA-ს ისტორიის განუყოფელი ნაწილი“ – GAMA მოკლული სპორტსმენის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g