LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა…აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც სამი დღის ჩანაწერი გააკეთა

1326
BeFunky-collage (2)

თამარ ბაშალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დარწმუნებით აცხადებს, რომ გარდაცვლილის ავტომობილი სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე 5 დღე არ იდგა.

მისივე თქმით, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც 3 დღის ჩანაწერი გააკეთა.

რამიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ პიროვნებაზე დევნაც კი განხორციელდა.

გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია, რომელიც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს – ადვოკატი

„გარკვეული პერიოდი ვცდილობდი, დავრწმუნებულიყავი რამდენად ამბობდნენ სიმართლეს პოლიციელები, მაგრამ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად არის ძალიან დიდი სიცრუე და შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა და მიუხედავდ იმისა, რომ, ჩემი ინფორმაციით, იმ სოფლის მაცხოვრებლებზე არის ძალიან დიდი ზეწოლა, მე შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი ჰყავთ ტერორის ქვეშ, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და სამი დღის ჩანაწერი გააკეთა, რომელიც ეტყობა მერე დააფიქსირეს და მაინც გამოჩნდნენ, შეეშალათ მორიგეობა და გარკვეული დევნაც კი განახორციელეს ამ პიროვნებაზე. მან გააკეთა 3 დღის ჩანაწერი თუ რა დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება, ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰყავს, თავის დამცველი ძაღლი ჰყავს და შემიძლია, გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას, არ იქნებოდა იქ 5 დღის განმავლობაში და ამას კიდევ ტელევიზიების, დრონების მიერ გადაღებული ფაქტებიც ადასტურებს…უკვე, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე საუბარი აღარ არის”,-განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g