LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ბადრი ესებუა არანაირ ბრალს, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს

181
FotoJet-2023-02-08T125418.934

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, რომ ესებუას სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობდა, რის გამოც იმალებოდა.

„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, შესაბამისად, იმ პოზიციაზეა, რაზედაც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. 2023 წლის 20 თებერვალს, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ პროცესს, სადაც თვითონაც მოიყვანენ. ის არანაირ ბრალს – „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს.

რაც მან მითხრა, ეს იყო, რომ მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხე არსებობდა, რეალური შიში ჰქონდა ამის და აქედან გამომდინარე იმალებოდა.

რაც შეეხება იმას, სად იმყოფებოდა, არ მისაუბრია, რადგან მასთან პირველად შევედი, ახლა გავიცანი, შესაბამისად, დეტალებს არ ჩავღრმავებივარ, ზოგადად ვისაუბრეთ“, – განაცხადა ჯანაშიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები