LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: „გრიგოლ ლილუაშვილმა მობილურის პაროლი პოლიციელებს თავად უთხრა… დაყადაღებულია მისი რამდენიმე უძრავი ქონება, მათ შორის, ბინა“

120
გრიგოლ ლილუაშვილი

„გრიგოლ ლილუაშვილი უძრავ საშუალებას, მის სახელზე რეგისტრირებულ ბინას ადევს ყადაღა, ეს ყადაღა დადებულია, როდესაც გამოძიება დაიწყეს. მე ვიცი, რომ უძრავ ქონებას ადევს ყადაღა“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა პროკურატურასთან მისვლის შემდეგ განაცხადა.

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

ადვოკატის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის სახელზე არსებულ რამდენიმე უძრავ ქონებას, მათ შორის, მის სახელზე რეგისტრირებულ ბინას, ყადაღა, დაახლოებით, 2 თვის წინ დაედო. მისივე თქმით, „აღკვეთის ღონისძიების სახით, ლილუაშვილის ძვირადღირებული ქონება დაყადაღებულია და მისი გირაოთი ჩადება სამართლებრივად შეუძლებელია“.

„უძრავ საშუალებას, მის სახელზე რეგისტრირებულ ბინას ადევს ყადაღა. ეს ყადაღა დადებულია, როდესაც გამოძიება დაიწყეს. მე ვიცი, რომ უძრავ ქონებას ადევს ყადაღას. ზუსტად მაგ მასალებს არ გავცნობილვარ, მაგრამ დაახლოებით ორი თვის წინ [დაადეს ყადაღა]. ჩამონათვალი არც თუ ისე დიდია. თქვენ შეგიძლიათ მისი ქონებრივი დეკლარაცია ნახოთ და იქ გამოჩნდება. რამდენიმე უძრავი ქონებაა, ერთი მეტ-ნაკლებად ბოლოს შეძენილი, თბილისში, სადაც ცხოვრობდა და დანარჩენი ისეთი არაფერი. სხვა რაღაც განსაკუთრებული მე არ მახსოვს. ლილუაშვილის ძვირადღირებული ქონება დაყადაღებულია და მისი გირაოთი ჩადება სამართლებრივად შეუძლებელია.

მისი სახლიდან ამოღებული [მასალებიდან], გუშინ არაერთხელ განვმარტე, არ იქნება შიგ ისეთი ინფორმაცია, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას რაიმე ფორმით ადასტურებდეს. რამდენიმე ცალი CD და მობილური ტელეფონია, რომლის პაროლიც კი ამოღების ოქმში არის დაფიქსირებული. მოგეხსნებათ, რა რთული გასახსნელია მობილური ტელეფონის პაროლი, თავად უთხრა [პაროლი ლილუაშვილმა]. ჩვენი ვარაუდით და რწმენით, ის რაიმე კანონსაწინააღმდეგო და მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იქნება“, – განუცხადა ადვოკატმა „ტვ პირველს“.

შეგახსენებთ, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე: „თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, ალბათ სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g