დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, მეუფე იაკობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ადვოკატი მეუფეს ვადას დღის ბოლომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებს.
საქმე ქორეპისკოპოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომელშიც მეუფე იაკობმა მიხეილ რამიშვილს გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი აგენტი უწოდა.
“ეს არის ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ეს არის გირგვლიანების ოჯახის შეურაცხყოფა. ქორეპისკოპოსი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. კეთილი ინებოს იაკობმა და მოიტანოს მტკიცებულებები. აგენტები მრავლად ჰყავს გვერდით და იმათ მიხედოს. ჩემთან ასეთ საუბარს კანონის ძალით არავის არ შევარჩენ,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.