მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილი ინფორმაციით, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, დაკავებულ ჟურნალისტ, მზია ამაღლობელს გადასხმები უტარდება.
ჟურნალისტის ინტერესების დამცველის თქმით, მისი ვიზიტის განმავლობაში, მზია ამაღლობელი იწვა და არის სუსტად, თუმცა მისი სურვილია, პროცესამდე გაძლოს და 4 მარტს სხდომაზე დასწრება შეძლოს.
„ადამიანი წევს, მისი სიცოცხლე შენარჩუნებული რომ იქნას, ამ ტიპის გადასხმები მიმდინარეობს. მისი პოზიცია არის, და სამწუხაროდ ეს დღეები მუდმივად ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს, სურვილი აქვს, რომ პროცესზე თავად იყოს, რომელიც 4 მარტსაა დანიშნული.
ზურაბ ჩხაიძე: „რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც“
„რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემული, ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს.“
არ ვიცი, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ სანამ კლინიკაში კვლევები უტარდება, ეს აუცილებელი და სავალდებულო გადასხმები, გააძლებინებს კიდევ რაღაც პერიოდი ორგანიზმს იმისთვის, რომ პროცესისთვის ფეხზე დგომა შეძლოს“. – აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.