LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: „რევაზ კიკნაძემ დამირეკა ციხიდან, ვეფხია კასრაძე არის ძალიან ცუდად, ჩირქი მოსდის, კლინიკაში არ გადაჰყავთო“

168
ადვოკატი ავსაჯანიშვილი და ვეფხია კასრაძე

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციებზე დაკავებული ვეფხია კასრაძის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, ამის შესახებ ასევე დაკავებული რევაზ კიკნაძისგან შეიტყო:

აქციაზე დაკავებული ვეფხია კასრაძის წერილი ციხიდან: „წრთობას გავდივართ ციხის კედლებში, ბედნიერი ვარ, ამ გმირების გვერდით რომ ვარ, აქამდე თუ 5 შვილი მყავდა, ახლა 8 შვილის მამა ვარ, უნდა იამაყოთ დედებო და მამებო, ვერც კი წარმოიდგენთ, რა კაცები გაუზარდეთ სამშობლოს“

„11:15 საათზე, 2025 წლის 7 თებერვალს, რევაზ კიკნაძემ დამირეკა ციხიდან, ვეფხია კასრაძე არის ძალიან ცუდად, ჩირქი მოსდის, კლინიკაში არ გადაჰყავთო (ვეფხიამ რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა).“ – წერს გუჯა ავსაჯანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვეფხია კასრაძე საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს.

„ციხეში შევხვდი, მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს“ – უფლებადამცველი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ვეფხვია კასრაძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

magti 5g