LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი – სააკაშვილი მოშიმშილეებს სთხოვს, ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ

77
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სთხოვს ყველა მოქალაქეს, რომელიც მასობრივ პროტესტს უერთდება და შიმშილობს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

ამ მოწოდების შესახებ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, გორის ჰოსპიტალთან, მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

სააკაშვილი მადლობა უხდის ყველას, ვინც პროტესტს ნებისმიერი ფორმით გამოხატავს:

“შიმშილობა არ არის თვითმკვლელობის პროცესი, როგორც ამას საკუთარი არაკვალიფიციურობის გამო პრემიერი ღარიბაშვილი ნათლავს ხოლმე. პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც ნებისმიერი ფორმით გამოხატავს პროტესტს საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო.

მიაჩნია, რომ ისინი არიან ქვეყნის გულწრფელი გულშემატკივრები, ოღონდ სთხოვს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.” – თქვა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მასობრივი, უვადო შიმშილობა გამოაცხადა იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არ გათავისუფლდება.

პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, რაც უფრო მასობრივი იქნება და რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური.

ბოკერია – შიმშილობა მცდარი სტრატეგიაა, პოლიტიკური ლიდერები თავს იტყუებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g