ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ანდრო ჭიჭინაძის მსგავსი პიროვნებების დაჭერით მხოლოდ საკუთარ სამარეს ითხრის იმიტომ, რომ პროტესტ არ ჰყავს ვინმე ორგანიზატორი, – ამის შესახებ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა დიღმის იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ანდრო ყველაფრისთვის მზადაა და მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.
ნინი ბადურაშვილი ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება – რას წერს მომღერალი
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს დაკავების შემდეგ არაერთმა ხელოვანმა გამოუცხადა მხარდაჭერა.
„ანდროს შეფასებით, ეს არის ცნობილი ადამიანების გამოცლა იმ საზოგადო პროტესტიდან, რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში. იმ პროტესტისგან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს. მისი აზრით, თუ მისნაირ ცნობილ ადამიანებს გამოაცლიან პროტესტს, ძალა გამოეცლება იმიტომ, რომ პროტესტს არ ჰყავს ორგანიზატორი.
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ანდროსნაირი პიროვნებების დაჭერით მხოლოდ საკუთარ სამარეს ითხრის, იმიტომ, რომ ამ პროტესტ არ ჰყავს ვინმე ორგანიზატორი. ანდრო არის ყველაფრისთვის მზად და უდიდეს მადლობას უხდის ოჯახს და საზოგადოებას, რომელიც მხარს უჭერს“, – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
როგორც ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ვერ გაბედა ანდროსთვის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა და მას „მონაწილეობას ედავებიან“.
„საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა ასეთი თავხედობა, რომ უშუალოდ ორგანიზება დაებრალებინა ანდროსთვის. მონაწილეობას ედავებიან მას. ბრალი ამ შემთხვევაშიც ყველანაირად დაუსაბუთებელია, არანაირი მტკიცებულება ჩამონათვალში არ ჩანს, რაც არის, არის ძალიან ზოგადი. ვერ ვხვდებით რა მტკიცებულება შეიძლება წარმოადგინოს პროკურატურამ იმიტომ, რომ არანაირ უკანონო ქმედებას მისი მხრიდან არ ჰქონდა ადგილი.
ანდრო უდიდეს მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, ის გრძნობს ამ მხარდაჭერას და ყველას ძალიან გთხოვთ, რომ ხვალ, როდესაც პროცესი იქნება, დარბაზიც და გარეთ ტერიტორიაც გავავსოთ, დავუჭიროთ კიდევ ერთხელ მხარი პოლიტპატიმარ ანდროს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს.