LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი – სასტუმროს აქვს ორი კიბე, რამდენად შეესაბამება ის უსაფრთხოების სტანდარტებს, ექსპერტიზა გაარკვევს

82

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოში სასტუმრო “ლეოგრანდის” იურისტი კახა წერეთელი დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, გამოძიების შეკითხვები ძირითადად უსაფრთხოების ნორმებს შეეხებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, სასტუმროს თანამშრომლების გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

“კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, რეალურად რა მოხდა სასტუმროში ხანძრის დროს. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იყო შეკითხვები. სასტუმროში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პერიოდულად ტრენინგები ტარდებოდა. ჩვენ ვამზადებთ საბუთებს. დაინტერესებული ვარ, რომ გამოძიება სრულად მოხდეს. სასტუმროს აქვს ორი კიბე. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, რამდენად შეესაბამება ის უსაფრთხოების სტანდარტებს, ექსპერტიზა გაარკვევს. სასტუმროს ფუნქციონირება შეჩერდება მანამ, სანამ მიზეზები არ იქნება დადგენილი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, კომპანიის მხრიდან სრული მატერიალურ და მორალური მხრივ მზადყოფნაა, თუმცა, ვერავის სიცოცხლეს ვერ დავუბრინებთ”, – განაცხადა კახა წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები