LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი ვარაუდობს, რომ პოეტ ზვიად რატიანს სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ სხეულზე დაზიანებები მიაყენეს

80

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც პოლიციელებმა დააკავეს, ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში სამედიცინო შემოწმება უტარდება. ადგილზე იმყოფებიან ადვოკატი და ექიმები.

როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე დაზიანებები აქვს. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ რატიანს დაზიანებები სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ მიაყენეს. “ლიბერალთან” საუბრისას რატიანის ადვოკატი დეტალურად ჰყვება მომხდარის შესახებ, მისი თქმით, პოეტმა  მოუთხრო, რომ  ბანკომატთან რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა. რადგან, მათ არ ეცვათ ფორმა, თავდაპირველად რატიანმა ვერც აღიქვა, რომ ისინი შსს-ს თანამშრომლები იყვნენ. რატიანი ყვება, რომ თავად მას ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა, და მასთან მისულმა პიროვნებებმა დამცინავად ჰკითხეს, თუ რატომ იყო ასეთი ფერის ტანსაცმლით შემოსილი, რაზეც პოეტმა  მიუგო, რომ ეს მათი საქმე არ იყო.

ეს საუბარი გამწვავდა, და შსს-ს თანამსრომლებმა რატიანი მანქანაში ჩასვეს, რა დროსაც სცემეს კიდეც. მას ფიზიკურად მანქანაშიც გაუსწორდნენ, და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც რატიანი იხსნებს,  გზაში, სანაპიროზე, მოფარებულ ადგილზეც ჩამოსვეს და იქაც სცემეს. ხელებზე და ფეხებზეც ბორკილები დაადეს და ბოლოს საქმის ერთსაათიანი, ტელეფონზე გარკვევის შემდეგ დიღომში, იზოლატორში გადაიყვანეს.

რატიანის საქმეზე საქალაქო სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g