პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ისრაელი თანახმაა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ექსპერტიზის პროცესში ჩაერთოს.
მისი ინფორმაციით, ოფიციალური წერილი სააკაშვილის ადვოკატებმა უკვე მიიღეს. როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონაცემები კიდევ 50 ქვეყანაშია გაგზავნილი.
კერძოდ, რომელი ქვეყნის მედიკოსები ჩაერთვებიან ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის ექსპერტიზაში, კვირის ბოლომდე გაირკვევა.
„გაიგზავნა მოწვევა ისრაელში, NATO-ს წევრ სახელმწიფოებში და აშშ-შია გაგზავნილი. საუბარია, 50 საექსპერტო ჯგუფზე. ისრაელმა თანხმობა უკვე გამოგვიცხადა. რამდენიმე წუთის წინ, აშშ-დან ერთი ექსპერტისგანაც მოგვივიდა თანხმობა“, – განაცხადა სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ.
მისივე თქმით, დრო არ ითმენს, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მძიმეა.