LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას ორივე ხელის არეში აქვს დაზიანება, რომელიც დაკავებისას მიიღო

186
2025-05-30_01-59-04_782404

ნიკა მელიას ადვოკატმა დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსს ორივე ხელზე აქვს დაზიანება, რომელიც დაკავებისას მიიღო.

„ეს იყო კრიმინალური გატაცება, ათეულობით პოლიციელი თავს დაესხა ნიკას, იქცეოდნენ როგორც კრიმინალები, დააგდეს ძირს, შემდგომ შეიყვანეს სამარშრუტო ტაქსში, სადაც 10 პოლიციელმა ძალადობით და შეურაცხყოფით წაართვეს ტელეფონი, ცდილობდნენ ტელეფონიდან ინფორმაციის მიღებას, მაგრამ ვინაიდან სახის ამომცნობი უყენია, ვერ გახსნეს. დიდი მედი მაქვს, ხვალ სასამართლო პროცესზე მის გამოცხადებას უზრუნველყოფს.

მას მოექცნენ ისე, როგორც უკანასკნელ კრიმინალს, მიაყენეს შეურაცხყოფა, დააგდეს სამარშრუტო ტაქსის იატაკზე, აქვს დაზიანებები ხელის არეში, ამბობს, რომ იქცოდნენ, როგორც ველურებიო.

ორივე ხელის არეში აქვს დაზიანება, ამბობს, რომ ვიდრე შენობაში შეიყვანდნენ, მჭიდროდ ჰქონდა ხელებზე მოჭერილი. ღიმილისმომგვრელია მისთვისაც ამგვარი მოპყრობა. წარმოუდგენელია, პოლიტიკურ ლიდერს აკავებდე, უსაფუძვლოდ, პრევენციის მიზნით, არღვევდე კანონს, დავალებას ძლევდე შსს-ს და ელოდე, რომ ამის შემდეგ ადამიანებს არ ექნებათ რეაქცია“,- განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

„ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს, ფაქტობრივად მოიტაცეს“ – ადვოკატის ცნობით, ნიკა მელია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

შსს-ს ცნობით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

ვიდეო: „ამდენი წლის ექიმი ვარ და მე არ გამიჭირდებოდა ნიკასთვის გირაოს გადახდა, მაგრამ სასტიკად ამიკრძალა“ – ანზორ მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g