“სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ ფაქტს კატეგორიულად უარვყოფ,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა ნათია მეზვირიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც თქვა, რომ დაკავებამდე მიხეილ კალანდია მიმალვას ცდილობდა.
“წინა დღეს, სანამ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ, ოჯახთან ვისაუბრეთ, რომ პროცესი იყო და მიხეილ კალანდია მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო. 10 საათიდან ისინი ჩემთან სატელეფონო კონტაქტზე იყვნენ, თუ როგორ გამოდიოდნენ სახლიდან მიხეილთან ერთად და ნახევარი საათის შემდეგ მაცნობეს, რომ ის დააკავეს,” – განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შსს-ს ინფორმაციით, კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.