LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის ინფორმაციით, „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე დააკავეს

77
ი0[]]

9 აპრილს გვიან ღამით მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე დააკავეს, როდესაც ის სოფელ ნამოხვანში ბრუნდებოდა ქუთაისი-ალპანის გზით.

ადვოკატი სალომე სალდაძე აცხადებს, რომ ქუთათელაძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რასაც როგორც ადვოკატი ამბობს, რეალურად ადგილი არ ჰქონია.

“მიგვაჩნია, რომ წარდგენილი პრეტენზია, რაც აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს მასთან მიმართებაში, არ არის საფუძვლიანი და არ უნდა მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად ეს პირი”,- აცხადებს ადვოკატი “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირაა, რაც გუმათჰესთან პოლიციას საკონტროლო გამშვები პუნქტი აქვს მოწყობილი. სამართალდამცველები ყველა იმ ადამიანს და ავტომობილს ამოწმებენ, ვინც რიონის ხეობაში გადაადგილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g