პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული ასპარეზობისა და 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია 13 აგვისტოს სამშობლოში ბრუნდება.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 13 აგვისტოს 03:10 საათზე მიიღებს.
დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ვერცხლის მედალოსანი გივი მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიური თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა და მოიპოვა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 206 ქვეყანას შორის საქართველომ დაიკავა 24-ე ადგილი.
ქართველი ოლიმპიელების სამშობლოში დაბრუნებას სახალისო სტატუსით ეხმიანება საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული:
„აეროპორტიდან, ტალახაძის და პეტრიაშვილის ხელში აყვანილის გამოყვანას თუ ვინმე აპირებთ…. ფასო სამედიცინო მომსახურება ჩემგან გექნებათ საჩუქრად, დაგჭირდებათ“, – წერს გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში.
აეროპორტიდან, ტალახაძის და პეტრიაშვილის ხელში აყვანილი გამოყვანას თუ ვინმე აპირებთ…. 🫠 უფასო სამედიცინო მომსახურება ჩემგან გექნებათ საჩუქრად 😂😂😂😂😂😂 დაგჭირდებათ 🫡😁
Posted by Giorgi Tchintcharauli on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2024