LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილი TAV-ს მიმართავს და რეაგირებას ითხოვს

151
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-02-21T011240.886

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასსა და გიორგი გახარიაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, აეროპორტის მმართველ კომპანიას მიმართავს:

„თბილისის აეროპორტს მართავს TAV/ADP. ამ ადგილას ზედიზედ ორი თავდასხმა შეძლეს, 17 თებერვალს ყოფილ პრემიერმინისტრზე, 18 თებერვალს კი – პრეზიდენტ ზურაბიშვილზე. პერიმეტრზე პოლიციელები არ იმყოფებოდნენ, უსაფრთხოება არ იყო უზრუნველყოფილი. ველოდებით ADP-ის რეაგირებას“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული ინციდენტი 18 თებერვლის გამთენიისას მოხდა, როდესაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში ბრუნდებოდა. სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ კვერცხები დაუშინეს.

„სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა, წუმპედან ამოიყვანა „ქართულმა ოცნებამ“… რა უკვირს? არ ვეუბნებოდით, რომ გადაადგილება გაუჭირდებოდა?“ – გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე – ეს არის მიუღებელი ფაქტი, ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი

ეკა ბესელია: „სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომლითაც დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება – გიორგი გაბიტაშვილს ოფიციალურად ვთხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g