ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Aerosmith-მა სამხრეთ ამერიკაში დაგეგმილი კონცერტები კოლექტივის ფრონტმენის, 69 წლის სტივენ ტაილერის ავადმყოფობის გამო გადადო. შესაბამისი განცხადება „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.
„სამწუხაროდ, სტივენ ტაილერს მოულოდნელი ავადმყოფობის გამო მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა“, – ნათქვამია შეტყობინებაში. ექიმებმა მუსიკოსს გადაადგილებისა და გამოსვლებისგან დროებით თავის შეკავება ურჩიეს.
შედეგად გაუქმდა ჯგუფის ბოლო ოთხი კონცერტი, რომლებიც ბრაზილიაში, ჩილეში, არგენტინასა და მექსიკაში იყო დაგეგმილი.
— Steven Tyler (@IamStevenT) September 26, 2017