LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aerosmith-ის წევრებმა სტივენ ტაილერის წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთეს

39

უკვე დიდი ხანია დადის ხმები იმის თაობაზე, რომ სტივენ ტაილერი Aerosmith-ს ტოვებს. ამ თემაზე კომენტარი ცოტა ხნის წინ ჯგუფის წევრმა, ბრედ უიტფორდმა გააკეთა. მამაკაცმა აღნიშნა, რომ მათ გადაწყვიტეს კოლეგების – ჯგუფ AC/DC-ს მიბაძვა და ტურნეში სხვა ფრონტმენთან ერთად გაემგზავრნენ. „ჩვენ განვიხილავთ ამ ვარიანტს, თუმცა მოხდება თუ არა ის, ჯერ არ ვიცით. ვფიქრობ, რომ ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა“, – განაცხადა უიტფორდმა.

რამდენიმე დღის წინ კი კოლექტივის სხვა წევრმა დაამშვიდა თაყვანისმცემლები და განაცხადა, რომ არანაირი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, რადგან მათ საამისო მიზეზი არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ Aerosmith-ის ტურნე სექტემბერში არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები