LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება ავღანეთის ციხესთან – დაღუპულია 7 ადამიანი

75

ავღანეთში ტერაქტის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აფეთქება ქაბულის სიახლოვეს მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ცენტრალური აზიის ქვეყნის ყველაზე დიდი ციხის შესასვლელთან აიფეთქა.

როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ციხის თანამშრომლებით სავსე ავტომობილი დაზიანდა და მასში მყოფები დაიღუპნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილში ციხის ქალი თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა აღნიშნულ საპყრობილეში მოძრაობა „თალიბანის“ ასობით წევრი იხდის სასჯელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები