დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ დევნილთა დასახლებაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანიცაა.
აფეთქება 7 სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.