LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე, არიან დაშავებულები – “ნიშნების მიუხედავად შევიდნენ ტერიტორიაზე”

178

კრწანისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც “ფორტუნას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

“დაშავებულია ორი მოქალაქე, რომლებიც ამკრძალავი ნიშნების მიუხედავად, საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. იმ მომენტისთვის, როდესაც ისინი აკრძალულ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, წვრთნა ან სხვა ქმედება არ მიმდინარეობდა”, – განუცხადეს შსს-ში და უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაშავებულები პოლიციელები არიან.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g