პაკისტანის ჩრდილოეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კვეტაში აფეთქების შედეგად შვიდი პოლიციელი დაიღუპა. მომხდარის შედეგად 22 სამოქალაქო პირი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემა Dawn-ის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც 35 პოლიციელი გადაჰყავდა, ნაღმზე აფეთქდა.
შემთხვევის ადგილზე უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.