LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება ქერჩის კოლეჯში – არიან გარდაცვლილები

95

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „ტასს“ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყარომ აცნობა.

სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქება დღეს მოხდა, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. ადგილზე პოლიცია, მაშველები, მედიკოსები და მეხანძრეები მუშაობენ.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 50-მდე ადამიანი.

თავდაპირველი ინფორმაციით, ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში გაზის ბალონი აფეთქდა. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ქერჩში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვი ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტს განიხილავს.

მოგვიანებით ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ კოლეჯის ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები