LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება თბილისში – დაშავებულია 25 წლის გოგო

140

აფეთქება მოხდა რამდენიმე წუთის წინ თბილისში, საბურთალოზე. ჯიქიას 18ა ნომერში, მესამე საერთულზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 25 წლის გოგონა, რომელიც უკვე გადაყვანილია დამწვრობის ცენტრში.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც მომხდარის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები