თურქეთში, ჰაქარის პროვინციაში, ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად, ოთხი სამხედრო დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Hurriyet სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ხელნაკეთი ბომბი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრების მიერ იყო განთავსებული.
დაშავებული სამხედროები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქმა სამართალდამცველებმა დამნაშავეების გასანეიტრალებლად ოპერაცია დაიწყეს.