LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

117
გალუსტაშვილი და ხომერიკი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

ხომერიკი ბრალს არ აღიარებს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.

ცნობისთვის, დავით ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.

დავით ხომერიკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-იდან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტოები: „პუბლიკა“

⭕⬇ აქციების დროს დაკავებულ – დავით ხომერიკს მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Friday 15 August 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g