LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვს, ოპერაცია ჩაუტარდა

15555893_1329018347120655_944789408_n

იაშვილის კლინიკის დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნეიროქირურგიული ოპერაცია დასრულდა იმ პაციენტთან, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ ფასდება.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პაციენტს თავის ზედაპირული და ყურის დაზიანება აღენიშნება.

„ახლა დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაცია იმ პაციენტთან, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო: თავის ზედაპირული დაზიანება, ყურის დაზიანება. ახლანდელი შეფასებით მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ ფასდება. ბავშვი აუცილებლად დარჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და აუცილებლად გავაგრძელებთ მეთვალყურეობას. კიდევ ერთხელ იქნება იგი კონსულტირებული ნეიროქირურგის, ყელ-ყურ-ცხვირის და ყბა-სახის ქირურგის მიერ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ბავშვთან ყველაფერი კარგად იქნება. ის ცვლილებები, რომელიც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე დაფიქსირდა, არ მიუთითებს მნიშვნელოვან დაზიანებაზე. ასე რომ, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა ამ წუთას დამაკმაყოფილებელია. მათი დაზიანება სხეულის ზედაპირულ ტრავმას მოიცავს. ზედაპირული ტრავმა გულისხმობს მხოლოდ ლოკალურ დაზიანებებს. აქედან გამომდინარე, ყველა მათგანი ხვალ გაიწერება კლინიკიდან. შესაბამისად, ერთი პაციენტი გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ხოლო დანარჩენი ხუთი ხვალ გაეწერება,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g