“ხუთ ქართველს შორის, რომელიც ვერაგმა რუსულმა იმპერიალიზმმა შეიწირა არის ჩხოროწყუელებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი რომეო ფიჩხაია, აფხაზეთიდან დევნილობის შემდეგ მისი ოჯახი ჩხოროწყუში ცხოვრობდა და გამორჩეული იყო თავისი პატიოსნებით და ღირსების ალალი გრძნობით !
დიდება გმირებს !”, – წერს სოციალურ ქსელში რომან თოლორდავა.
ცნობისთვის, უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს. როგორც “ფორტუნას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა.