აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილ საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ, რადგან აცრა ეპიდემიის შეჩერების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.
როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართვაშია აღნიშნული, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დევნილებს ინფორმაციას მიაწვდიან მობილური ამბულატორიების მიერ ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ:
“დევნილი საზოგადოების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილებს ინფორმაციას მიაწვდიან (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) მობილური ამბულატორიების მიერ ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ. ასევე, დევნილთა საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ ტრანსპორტირებას იმუნიზაციის ცენტრებში.” – აღნიშნულია მიმართვაში.
ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზს შემდეგ ნომრებზე:
? 143; 2371998 ან 591634226 ნებისმიერი ოპერატორიდან და ქალაქის ტელეფონიდან;
? (+995) 595 705159 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს;
? 551080984 – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.