აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამ სსიპ-ს გააუქმებს და მათ ბაზაზე ერთს ქმნის. გაუქმდება კინოცენტრი „ქართული ფილმი – აფხაზეთი “, აფხაზეთის მოზარდ – ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი და აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი უქმდება და მათ ბაზაზე ერთი სსიპ-ი “აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი” იქმნება.
ამ ცვლილების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში დღეს 17 ნოემბერს გამოქვეყნდა
დადგენილების მიხედვით, ცენტრზე კონტროლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაეკისრა. მან 2017 წლის 1 დეკემბრამდე ცენტრის დებულება უნდა წარადგინოს, ხოლო 31 დეკემბრამდე კონკურსი ჩაატაროს და ცენტრის ხელმძღვანელის კანდიდატურა შეარჩიოს.